14:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 14:04:27, 690 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილის მტკიცებით, საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნის საკითხზე, ბიზნესთან და ბანკებთან კონსულტაციები გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, ეროვნული ბანკიდან  საბანკო ზედამხედველობის  ფუნქციის შესაძლო გამიჯვნის საკითხზე ბიზნესწრეებთან კონსულტაციები გაიმართა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა კოალიციურ რეჟიმშიც მიმდინარეობდა.

"რა თქმა უნდა, იყო კონსულტაციები როგორც ბიზნესთან, ასევე  თავად ბანკების წარმომადგენლებთან, კოალიციურ რეჟიმშიც მიმდინარეობდა ამაზე მსჯელობა.დღეს სავარაუდოდ, თავად პარლამენტის ბიუროზე დაფიქსირდება ამის შესახებ პოზიცია",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კითხვაზე- შესაძლოა თუ არა, რომ კანონპროექტი გაიწვიონ, კვირიკაშვილმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება არც ფინანსთა მინისტრმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა/ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ისურვეს:

"ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, საქართველოს პარლამენტი განიხილვს ამ საკითხებს და მიიღებენ გადაწყვეტიელბას, მათი ინიციატივაა",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

"ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბრებ",-განაცხადა  კახი კალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია გაიმიჯნება და ცალკე სააგენტო შეიქმნება.საუბარია იმის შესახებ, რომ საბანკო სექტორთან  მიმართებაში გარკვეულმა ცვლილებემა შესაძლოა რყევის სერიოზული ნიშნები შექმნას.ბიზნესორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ  ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნა, არა მოლოდ საბანკო სექტორს, არამედ ბიზნესს და საინვესტიციო კლიმატს დააზიანებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics