12:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 18:35:05, 4159 ნახვა

კულტურა
საერთაშორისო ფონდ „SOS Talents“-ის და ფონდ „ლირას“ ახალგაზრდა პიანისტების კონკურსისთვის რეგისტრაცია გრძელდება

ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს Batumi MusicFest-ს, რომელიც 2-8 სექტემბერს ჩატარდება, წელს ცნობილი ფრანგი პროფესორი მიშელ სონი ეწვევა და ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს.

მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების გასავითარებლად არის შექმნილი. მიშელ სონის მიდგომის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის ფორტეპიანოზე  დაკვრის სწავლის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს.

7 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში  საერთაშორისო ფონდ 'SOS Talents'-ი ახალგაზრდა პიანისტების  ერთდღიან კონკურსს ჩაატარებს. კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრემიები  გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებზე იქნებიან მიწვეულნი. კონკურსზე მონაწილეობის მიღება 7-დან 15 წლამდე მსურველებს შეეძლებათ. რეგისტრაცია დაწყებულია და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

 ბათუმის მუსიკის ფესტივალი, რომელმაც წელს  იუნესკოს პატრონაჟი მიიღო ,და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებები ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ 'ლირა'- ს ორგანიზებით იმართება, ხოლო პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია და მეტი ინფორმაციის მიღება შემდეგ მისამართზე მიწერით შუძლიათ - lyrafondation@yahoo.com

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics