13:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 17:04:17, 830 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ცენტრის თანამშრომლებს ახალი დირექტორი, პირველ მოადგილესთან ერთად წარუდგინა.

„ნინო ნიჟარაძე ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით, თანამშრომლებთან და საზოგადოებასთან კარგი ურთიერთობებით. მას საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ნინო ამ დარგში არსებულ ყველა გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ნინო ნიჟარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე 1999 წლიდან მუშაობს. 2012 წელს დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, მანამდე იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ეპიდემიოლოგი არაინფექციურ დაავადებათა მართვის საკითხებში, ასევე, მთავარი სპეციალისტი პროგრამების მართვის მიმართულებით. 2008-2010 წლებში მუშაობდა სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციაში, პროექტის ,,ტუბერკულოზის მართვა და კოორდინაცია“ კოორდინატორად. ნინო ნიჟარაძე პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რამდენჯერმე მიღებული აქვს მადლობის სიგელი/წერილი ზემდგომი სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებისა და საქართველოში აშშ ელჩისგან. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრიორიტეტების განსაზღვრაში ნინო ნიჟარაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. კერძოდ, რეგიონის მოსახლეობისათვის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნაში, დაავადებათა გავრცელების ლიკვიდაციასა და პრევენციაში, რისკების მართვაში. ცენტრი აქტიურად ზრუნავს და შემდგომშიც გააგრძელებს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics