2016-11-18 16:06:51, 1245 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მზად ვარ, საპარლამენტო საქმიანობაში აბსოლუტურად ნეიტრალური ვიყო
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამწუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
კობახიძემ პარლამენტის სპიკერად არჩევის შემთხვევაში, მის მომავალ საპარლამენტო საქმიანობაზე ისაუბრა:
„კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩემს მზადყოფნას, რომ ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური ჩემს საპარლამენტო საქმიანობაში. ძალიან კარგად მესმის, თუ რა არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის როლი, ფუნქცია. ჩემს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად მესახება იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, თითოეულ დეპუტატს მიეცეს მაქსიმალური შესაძლებლობა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საპარლამენტო მუშაობაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან