14:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 13:28:34, 792 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავა მოსამართლეს: თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე, მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია

თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე, მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია,“-ასე მიმართა ბრლდებულმა გიგი უგულავამ მოსამართლე ჯემალ კოპალიანს, რომელიც დამძიმებული ბრალის გათვალისწინებით, უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

უგულავას თქმით,  მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ  გადაწყვეტილება წინასწარ ბიძინა ივანიშვილმა  მიიღო და პროკურატურამ  კვირა დღე სასამართლოსთვის განგებ შეარჩია.

„შაბათი და კვირა იყო სპეციალურად შერჩეული, ვიცით როგორ შემოიტანეს სპეციალურად შუამდგომლობები, რომ პირადად თქვენთან მოხვედრილიყო ეს საქმე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოებში გამართულ არც ერთ სხდომაზე არ მივიღო მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის ფარსი, ამას ქვია კონსტიტუციის გაუპატიურება. ალბათ თქვენ ლოგიკას სწავლობდით ბატონო მოსამართლე. კონსტიტუციაში წერია, რომ ბრალდებული არ შეიძლება  9 თვეზე მეტ ხანს რომ იყოს პატიმრობაში.   მეც ვარ ბრალდებული, ამიტომ არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს ვიყო პატიმრობაში ამიტომ თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე. მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

ამ განცხადების შემდეგ გიგი უგულავამ სიტყვის სასამართლო დარბაზი დატოვა. 

შეგახსენებთ, გიგი უგულავას ბრალდებები დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - მთაწმინდის პარკის ეპიზოდი), სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვაში დახმარება - მთაწმინდის პარკის ქონების  გაფლანგვის  ეპიზოდი) და სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დახამრება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში-ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდი) - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics