|
2016-07-07 13:08:33, 754 ნახვა
რეგიონი
აჭარაში "რეკომენდებული" ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გრძელდება ინოვაციური პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხარისხის ნიშნის მიღების სურვილი 42-მა ტურისტულმა ობიექტმა გამოთქვა. მათივე ცნობით, პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე recommend.ge პროექტში ჩართვის მსურველი 22 კვებისა და 18 განთავსების ობიექტი დარეგისტრირდა. მათ შორისაა რეგიონში არსებული მაღალი კლასის სასტუმროებიც. აღნიშნულ ტურისტულ ობიექტებში ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ივლისსა და აგვისტოში ეტაპოპრივად განახორციელებს. 1 აგვისტოდან კი რეგიონში დეპარტამენტის მიერ რეკომენდებულ 18 ტურისტულ ობიექტს ახალი სასტუმროები და რესტორნები შეემატება. ხარისხის ნიშანი რეგიონის სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების არსებობას გულისხმობს. „სასიხარულოა, რომ პროექტში ჩართვა მაღალი კლასის სასტუმროებმაც გადაწყვიტეს. მათი მხრიდან ესაა ჩვენი პროექტის მხარდაჭერა და სხვა სასტუმროებისთვის მაგალითის მიცემა. ხარისხის ნიშნის მსურველთა რიცხვი საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც ჩვენი პროექტის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ ტურისტული ობიექტებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭებას, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ რეგიონში არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტები გათანაბრდება და საერთაშორისო ნორმებს მიუახლოვდება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული ტურისტული ობიექტების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე reccomend.ge
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)