15:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 15:36:03, 832 ნახვა

რეგიონი
მცხეთაში ახალი ხიდი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მცხეთაში მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება.

რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნარეკვავი-მცხეთის რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდ. მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. აღნიშნული ხიდი თბილისის მხრიდან მცხეთის სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში, სამთავროს დედათა მონასტერსა და სამთავროს ტაძარში მიმავალი მღვდელმსახურებისა და მლოცველებისათვის ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ქალაქი მცხეთა რკინიგსის სადგურს და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება. ნაგებობა მცხეთის ძველ, ისტორიულ უბანშია (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ) განლაგებული. სწორედ იქ, სადაც მტკვარი ზაჰესის წყალსაცავს უერთდება. ძველის ხიდის  ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე დატვირთვებსა და საქალაქო ხიდის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

ხიდის მნიშვნელობისა და მოძრაობის გაზრდლი ინტენსივობის გათვალისწინებით, აშენდება ახალი ხიდი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ქალაქ-მუზეუმისადმი წაყენებულ არქიტექტურულ, ესთეტიკურ და ისტორიულ მოთხოვნებს და  უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას.  ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 363 440 ლარი ლარია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics