13:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 18:10:52, 852 ნახვა

სხვადასხვა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს

ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ზიკას ვირუსი შესაძლოა, ევროპაში გავრცელდეს. ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსა და რუსეთის შავიზღვისპირა რეგიონებში, ასევე კუნძულ მადეირაზე არსებობს

იმ ქვეყნებს შორის, სადაც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების საშიშროების დონეს ზომიერად აფასებენ, არიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულ რეგიონებში კოღოს ის სახეობა ბინადრობს, რომელსაც ზიკას ვირუსი გადააქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს კოღოების გავრცელების ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარონ და მოსახლეობა, განსაკუთრებით ორსული ქალები, დაავადების ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილონ.

კოღო ლათინური სახელწოდებით Aedes Aegypti 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც გასულ  წელს ზიკას ვირუსი ბრაზილიაში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ზიკას ვირუსი, რომელიც ლათინური ამერიკის რეგიონშია გავრცელებული, ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ არის შექმნილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics