2016-05-13 22:09:26, 1224 ნახვა
მსოფლიო
ფიფას გენერალურ მდივნად პირველი ქალი დაინიშნა
ფიფას გენერალურ მდივნად პირველი ქალი დაინიშნა.
ფატმა სამბა დიუფ სამურა ფიფას პირველი ქალი გენერალური მდივანი გახდა. მან ჯერომ ვაქლი შეცვალა. 54 წლის სამურა 21 წლის განმავლობაში გაეროში მუშაობდა.
ფიფას პრეზიდენტის სამურას შეფასებისას ამბობს, რომ "მას აქვს დადასტურებული შესაძლებლობა რათა ააშენოს და გაუძღვეს გუნდს და გააუმჯობესოს ორგანიზაციის მუშაობა".
"არსებითია, რომ ფიფამ მოახდინოს ახალი პერსპექტივის ინკორპორირება ორგანიზაციაში იმ ფონზე როდესაც ჩვენ ვცდილობთ ორგანიზაციის იმიჯის აღდგენას. მას აქვს დადასტურებული შესაძლებლობა რათა ააშენოს და გაუძღვეს გუნდს და გააუმჯობესოს ორგანიზაციის მუშაობა. იგი ასევე კარგად აცნობიერებს და ფლობს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პოლიტიკის თავისებურებებს", - განაცხადა ინფანტინომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან