2016-04-28 22:26:55, 1154 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს
იტალიაში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი ვატიკანსა და რომში, ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა, - ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც მედია საშუალება იტალიის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, ამ თავდასხმების განხორციელებას იტალიაში მცხოვრები მაროკოელი აბდელრაჰიმ მოუთარიკი აპირებდა.
გამოძიებას ხელში ჩაუვარდა მოუთარიკისადმი განკუთვნილი WhatsApp-ის ქსელით გაგზავნილი შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „ძვირფასო ძმაო, აბდელრაჰიმ, გიგზავნი პოემას ბომბზე. მოუსმინე შეიხს და განახორციელე დარტყმა“.
პოლიცია იმედოვნებს, რომ შეიხში იგულისხმება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი, რომელსაც ხალიფს უწოდებენ.
მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აბდელრაჰიმ მოუთარიკის მეუღლეც დააკავეს, რომელიც ასევე "ისლამურ სახელმწიფოსთანაა" კავშირში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან