2016-04-23 14:26:24, 1163 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ვერშბოუ: ნატო შავ ზღვაში სამხედრო გაძლიერებას რუსეთის შეკავების მიზნით გეგმავს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში სამხედრო გაძლიერებას რუსეთის შეკავების მიზნით გეგმავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ სოფიაში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ვერშბოუმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ალიანსის წევრ ქვეყნებთან - ბულგარეთთან, რუმინეთთან და თურქეთთან, ინტენსიურად მიმდინარეობს. გეგმა შესაძლოა, ივლისში განხორციელდეს, როდესაც ლიდერები ნატო-ს სამიტზე შეიკრიბებიან.
ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, შავ ზღვაში რუსეთის სტრატეგია თვითდამკვიდრების გლობალური ძალისხმევის ნაწილია, თუმცა ნატო რუსეთს საშუალებას არ მისცემს, უგულებელყოს ის პრინციპები, რომელსაც ევროპული უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან