17:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 09:47:55, 1112 ნახვა

სპორტი
კვირიკაშვილი: რეფორმების არ დასრულება, არ გულისხმობს იმას, რომ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებზე აგდებით ვისაუბროთ

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოებაზე გამოთქმულ განცხადებებს გამოეახმაურა  და მათ  პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

კვირიკაშვილის თქმით,  შსს-ში,  უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში რეფორმების საჭიროება არ გულისხმობს იმას, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებზე აგდებით ისაუბრონ. კვირიკაშვილის შეფასებით, მათი  დისკრედიტაცია უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ასუსტებს.

 „მინდა, ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო უმნიშვნელოვანესი რეფორმები ამ კუთხით შსს-ში,  უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში და სწორედ ამ რეფორმების და ამ ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რამაც დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი მოიტანა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ თითოეული სიტყვა, გამოთქმული ამ ინსტიტუტიციების დისკრედიტაციის კუთხით, ჩვენს სახელმწიფოს ასუსტებს. ის, რომ რეფორმები არ დასრულებულა და ეს ინსტიტუციები კიდევ საჭიროებენ რეფორმებს, არავითარ შემთვევაში არ გულისხმობს, რომ ჩვენ აგდებით ვისაუბროთ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებზე, როდესაც ამდენი გამოწვევები გვაქვს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს დისკრედიტაცია უპირველეს ყოვლისა ასუსტებს სახელმწიფოს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics