2025-01-07 22:09:05, 890 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის 13 სამხედრო მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-8 პოლკის ოპერატორებმა რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის 13 სამხედრო მოკლეს - 5 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ცეცხლსასროლი იარაღით შეტაკების დროს მოკლეს, ხოლო დანარჩენი 8 უპილოტო საფრენი აპარატებით.
ბრძოლის შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატორებმა მოკლული ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების სხეულები და მათი პირადი საბუთები დაათვალიერეს. ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა კოლიმატორული სამიზნით აღჭურვილი ავტომატი, ჩინურ-რუსული რადიოსადგური აზარტი, დრონების დეტექტორი და განსაკუთრებული დოკუმენტი, რომელიც ჩვეულებრივი სამხედრო ბილეთისგან განსხვავდებოდა - სპეცრაზმელთა თქმით, აღმოჩენილი ნივთები შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ის ოფიცერთა შემადგენლობას მიეკუთვნებოდა.
გარდა ამისა, სხვა ნივთებთან ერთად, ჩრდილოკორეელ სამხედროს თან ჰქონდა პარტიისადმი წერილობითი მიმართვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,