|
2022-06-16 12:22:37, 2277 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის თემა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის განხილვას მოიცავდა. ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თანდასწრებით სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ წარმოადგენს იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო, ეს კი, თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციასთან ერთად, ქვეყანას კიდევ უფრო აძლიერებს და ალიანსთან თავსებადს ხდის.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)