13:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 12:48:12, 1340 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთარობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმატს თებერვლის დასაწყისში წარადგენს

„საქართველოს მთარობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმატს თებერვლის დასაწყისში  წარადგენს, რაც ტურისტებისთვის საქართველოში ვიზის მიღების შესაძლებლობებს გაამარტივებს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე  2014 წლის საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკურ მონაცემები შეაჯამა.

მისი განცხადებით, 2014 წელს საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც  1,9%-ით აღემატება  2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

ამასთან, საქართველოს 2014  წელს წინა წლებთან შედარებით  რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია, რადგან  საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობიდან 2 218 050  ტურისტია  და  მათი მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7,4%-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics