2020-04-14 10:51:18, 9315 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 920 918-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 920 918-მდე გაიზარდა, რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მან 119 730-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოკლინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ინფოცრმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 457 549 ადამიანი.
გარდა ამისა, აშშ-ში კორონავირუსით გარდაიცვალა - 23 649, იტალიაში - 20 465, ესპანეთში - 17 756, გერმანიაში - 3 194, საფრანგეთში - 14 986, ჩინეთში - 3 345, ირანში - 4 585, ინგლისში - 11 347 და ა.შ.
აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 582 468-ს შეადგენს, იტალიაში - 159 516, ესპანეთში - 170 099, გერმანიაში - 130 072, საფრანგეთში - 137 877, ჩინეთში - 83 302, ირანში - 73 303, ინგლისში - 89 571 და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსი მსოფლიოს 185 ქვეყანაშია გავრცელებული.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან