09:05 - 20 Apr, 2026
|
2015-08-11 15:47:32, 613 ნახვა
სამართალი
ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ორი პოლიციელი დაჭრეს
ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი დაჭრეს. როგორც "ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ, რა დროსაც მათი ცივი იარაღით დაჭრა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, პირი, რომელმაც პოლიციელებს სხეულის დაზიანებები მიაყენა, ადგილიდან მიიმალა. ერთი პოლიციელი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, მეორეს კი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ წუთებში დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)