2016-08-11 14:26:20, 1078 ნახვა
სხვადასხვა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა მოეწყო
აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა მოეწყო.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და გაიმართა ალბომ „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების“ პრეზენტაცია.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან