13:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 14:50:15, 978 ნახვა

რეგიონი
იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 48 სოფლის 3 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის რეჟიმი გაუმჯობესდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა.

„ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას. ჩატარებული 600 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირება.

2012 წლიდან დღემდე ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 24 500 ჰექტრიდან 44 000 ჰექტრამდეა გაზრდილი“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics