11:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 13:05:07, 843 ნახვა

რეგიონი
კვირიკაშვილი სტიქიაზე: მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს

სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვანში, ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია, წაღებულია გზები, დანგრეულია ხიდები, დახოცილია პირუტყვი.

„მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასტრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ. ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურიული თვალსაზრისით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა. პრემიერთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics