2016-03-23 09:12:28, 788 ნახვა
სამხედრო
საქართველოს გენერალი ფილიპ ბრიდლავი ესტუმრა
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი ესტუმრა.
გენერალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდა და საქართველოში წარმატებული ვიზიტი უსურვა.
ხვალ, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს თავდაცვის სამინისტროში შეხვდება.
დღეს კი დაგეგმილია ოფიციალური ვახშამი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, სადაც აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვებენ.
აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან