05:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 20:52:52, 776 ნახვა

რეგიონი
სოფელი დანდალოს და ცხმორისის სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, ცხმორისის და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სპორტული მოედანი დაათვალიერა და პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად ბურთები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სექციური ღობე, ხელოვნური საფარი, სანიაღვრე არხი და დამონტაჟდა განათების სისტემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის ასევე, კალათბურთის სათამაშოდ. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 258 026 ლარი დაიხარჯა.

"მიმდინარე წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში ორი ახალი სპორტული მოედანი შენდება და ოთხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაბა ქედაში სახოკიას ქუჩაზე და სოფელ ცხემნაში ახალი სპორთული მოედანი და სკვერი შენდება. სოფელი ცხმორისის და სოფელი დანდალოს სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო ამ ეტაპისთვის მიმსდინარეობს სოფელი კოლოტაურის და ზესოფლის სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics