10:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 12:25:25, 606 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე კასპის რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი კასპში გოგებაშვილის, ასათიანის და ბარნოვის ქუჩებზე წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიმდინარე  წელს ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის 11 ქუჩაზე განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩებიდან წყალარინების სისტემა 9 ქუჩაზე მოეწყობა.

"პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ქცია" ახორციელებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics