|
2016-02-15 19:40:05, 948 ნახვა
სამხედრო
კონკურსი სამხედრო მარშის შექმნაზე
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა. საუკეთესო მარშები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება. შეიარაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს. მისი მიზანი ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარება და ტრადიციების ჩამოყალიბებაა. კონკურსის შესახებ განცხადებები დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გააკეთეს. სამხედრო მარშების მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ კახა ცაბაძემ კი საზოგადოებას კონკურსში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ღონისძიება სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. სამხედრო მუსიკოსებმა ქართველი და ამერიკელი კომპოზიტორების სამხედრო მარშებიც შეასრულეს. სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ კი კომპოზიტორ სულხან ცინცაძის მიერ შექმნილ კომპოზიციაზე, კაპიტან კობა მერმანიშვილის არანჟირებით, საბრძოლო ცეკვა „ხორუმი“ იცეკვა. საუკეთესო სამხედრო მუსიკის კონკურსი ორ ტურად ჩატარდება და სამ გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსზე შემოსული ნაწარმოებების დემო ვერსია 30 აპრილს ჟიურის წევრებს გადაეგზავნება. 5 საუკეთესო ნაწარმოები, სწორედ, მათგან შეირჩევა. აღნიშნულ კომპოზიციებს სამხედრო-სასულე ორკესტრი შეასრულებს, რის საფუძველზეც ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს. დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს 1918-21 წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განვითარებული სამხედრო სასულე მუსიკის ტრადიციების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა დაიწყო. ამ დროს ქუთაისში პირველი სამხედრო-სასულე ორკესტრი შეიქმნა, იგი მოგვიანებით საბჭოთა სამხედრო ორკესტრად გარდაიქმნა და, შესაბამისად, ქართული სასულე მუსიკა ვეღარ განვითარდა. დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს ოფიციალური შეხვედრებისას სხვა ქვეყნების სამხედრო მარშების შესრულება უწევს.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)