12:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 16:16:23, 1172 ნახვა

საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. აღნიშნულის მიზეზი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცადა, მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი, რომ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, თუმცა სუვერენულ სახელმწიფოში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ მოქმედებს.

"ეპიდემია არის გლობალური, არ შეგვიძლია ჩვენს თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები დავუყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, იქ ვერ ტარდება უბრალოდ არჩევნები და საბერძნეთშიც, როგორც ვიცი. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი, ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, დარწმუნებული ვართ, როგორც აზერბაჯანში, ასევე საბერძნეთში და ესპანეთშიც, ქართული ოცნება მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას.

ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ესენი არიან სუვერენული სახელმწიფოები, რომელთა სუვერენულ ტრერიტორიაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს" - თქვა გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics