17:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 14:03:41, 15012 ნახვა

Lifestyle
აფროამერიუკელის სიკვდილში ბრალდებულ პოლიციელს ცოლი შორდება

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ცოლმა კელი შოვენმა ბრალდებულ მეუღლესთან განქორწინება გადაწყვიტა. მან ეს გადაწყვეტილება იმ კადრების ხილვის შემდეგ მიიღო, რომელიც ფლოიდის დაკავების დროს სამოყვარულო კამერით იქნა გადაღებული და დღეს ინტერნეტში თავისუფალ წვდომაში გახლავთ. 

შეგახსენებთ, რომ ოფიცერ ჯეკ შოვენს გუშინ 29 მაისს მესამე ხარისხის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს.
პოლიციელის მხრიდან მინეაპოლისში (აშშ) მომხდარმა ძალადობრივმა აქტმა, ამერიკაში ახალი ვნებათაღელვის ტალღა გამოიწვია. ქალაქის მოსახლეობა პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების მიმართ ძალის არარელევანტურ და გადაჭარბებულ გამოყენებას უკიდურესი ფორმით აპროტესტებს. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა-დამწვარია რამდენიმე მაღაზია, დაზიანებულია ათეულობით ავტომობილი , აგრეთვე აქციის მონაწილეებმა დაწვეს პოლიციის შენობა. 
ყველაფერი ეს იმის გამო მოხდა, რომ პოლიციელმა განიარაღებული და ბორკილებში მყოფი ფლოიდი მიწაზე დააწვინა და კისერზე მუხლით შესდგა. დაკავებულის მხრიდან ვედრების მიუხედავად პოლიციელი სასუნთქ გზებზე დაწოლას აგრძელებდა. მედიკოსების ვარაუდით, სწორედ ამ ძალადობრივი აქტის შედეგად დაკავებულმა ჯერ გონება დაკარგა, ხოლო შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. 
მკვლელობაში ბრალდებული ოფიცრის ჯეკ შოვენის მეუღლის, კელი შოვენის ადვოკატმა "ინსაიდერს" იმის შესახებ უთხრა, რომ ქალბატონმა განწორწინება გადაწყვიტა:"ის განადგურებულია იმით, რაც კადრებზე ნახა".





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics