10:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 13:44:02, 3892 ნახვა

ომი უკრაინაში
ცქიტიშვილი - თუ კონკრეტულ შემთხვევაში დავინახავთ ზომების გამკაცრების აუცილებლობას, გამკაცრების ზომებს განვიხილავთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქალაქ რუსთავის საკარანტინე ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით, მთავრობაში მსჯელობა არ ყოფილა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირებით მე დღეს ვერ გაგცემთ პასუხს, ამ ეტაპზე ეს მსჯელობა არ ყოფილა დღეს. თუმცა, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებლობას დამატებითი ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გამკაცრების ზომებს განვიხილავთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ, არ დაგიდასტურებთ ასეთ მსჯელობას, თუმცა, არ არის გამორიცხული, არც რუსთავში, არც თბილისში, არც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჩვენ შესაძლოა, დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება. თუმცა, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით მთავარი არის, რომ ჩვენ დავიცვათ უკვე დაწესებული შეზღუდვები, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია. მხოლოდ ამ რეკომენდაციების და შეზღუდვის დაცვის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ შეზღუდვების არსებული დონე. თუ სამწუხაროდ, ეს რეგულაციები არ იქნება დაცული ზედმიწევნით, თუ მოქალაქეები არ მოგვყვებიან ამ ვალდებულებების შესრულებაში, ან თუ ჩვენ გვექნება ცალკეულ კლასტერში, ცალკეულ რეგიონში, ცალკეულ დაწესებულებაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება, ისევ და ისევ ჯანდაცვის ექსპერტების მითითებით ჩვენ შესაძლოა, დაგვჭირდეს ზომების გამკაცრება ცალკეულ ვიწრო კონკრეტულ შემთხვევაშიც, ან მთელი ქვეყნის მასშტაბით თუ ამის აუცილებლობა დადგება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics