02:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 12:46:17, 2460 ნახვა

კომენტარი
კახიანი - ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუგებარი მიზეზით გადაიდო, გაურბიან დისკუსიას

ივანიშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა გაუგებარი მიზეზებით გადაიდო.

კახიანმა ევროკავშირის გადაწყვეტილება დისკუსიისგან გაქცევის მცდელობად შეაფასა.

„ჩვენ ველოდებოდით ამ შეხვედრას, რომელიც დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მზადდებოდა. იმ ფონზე, როცა საქართველოსთან მიმართებით სრულიად უსაფუძვლო განცხადებებს ვისმენდით, თითქოს უფლებების დარღვევა ხდება, დემიკრატიიის თვალსაზრისით გარკვეული უკუსვლაა, თან ამის არანაირი მტკიცება არ გაგვიგია, ასეთი შეხვედრა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მოგვესმინა მტკიცებულებები, თუ ჰქონდათ. შეხვედრის გადადება სრულიად გაუგებარი მიზეზით მოხდა. ისინი გაურბიან დისკუსიას, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ. გაურკვეველი მიზეზით მოხდა გადადება. თავად ღიად არ დაუსახელებიათ მიზეზი, თუმცა ყველაფერი მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ ეს არის დისკუსიისგან გაქცევის მცდელობა, რათა ჩვენი პოზიციები პირდაპირ ფორმატში არ ყოფილიყო ნათქვამი. იმავდროულად, როგორც ჩანს, არც მათ აქვთ პირდაპირი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ. ამიტომ მოხდა შეხვედრის გადადება. შეხვედრისგან დიდი მოლოდინი გვქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ამას მოჰყვებოდა ურთიერთობების დათბობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არასასურველ მდგომარეობაშია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics