|
2022-06-17 13:07:23, 2411 ნახვა
სამხედრო
რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეები ვაზიანში იმყოფებოდნენ
ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადასა და მე-4 ქვეით ბრიგადაში რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო სიმულაციური ოთახი აღმოჩნდა, სადაც მათ სროლები განახორციელეს. მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ მოსწავლეებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა. ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)