14:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 16:22:34, 823 ნახვა

რეგიონი
საავტომობილო ხიდებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ყულიშწყარზე, კერძოდ წმ. გიორგის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, 39 – 39 კვ.მ ხიდებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ჯამური ღირებულება 4 998 ლარს შეადგენს.

ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიხეილ ქვარაიას ინფორმაციით, წლების განმავლობაში ხიდები ამორტიზირებულ მდგომარეობაში იყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა ხიდებზე ბეტონის საფარის დაგება რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და არა მარტო ადგილობრივებისთვის გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული.

„პრობლემის მოგვარებით 80–მდე ადგილობრივი მოსახლე და ათეულობით მრევლი ისარგებლებს, რადგან ეს ხიდები ტაძრისკენ მიმავალ გზაზეა“, – აღნიშნა შალვა ქვარაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics