2015-01-20 14:40:50, 537 ნახვა
საზოგადოება
გავრცელებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე ააფეთქეს.
ტელეკომპანიის ცნობით, იური ვაზაგაშვილი მაშინ ააფეთქეს, როდესაც მას გარდაცვლილი შვილის საფლავზე ყვავილები მიჰქონდა.
არსებული ინფორმაციით დანაღმული საფლავი იყო.
„ექსპრესნიუსი“ ცდილობს აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან