13:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 09:06:33, 51073 ნახვა

ცესკოს ინფორმაციით, უამინდობის გამო რამდენიმე რეგიონში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე ვერ გაიხსნა

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე რამდენიმე რეგიონში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე ვერ გაიხსნა.

როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი უამინდობა გახდა.

„მოგეხსენებათ, 08:00 საათზე იხსნება ყველა უბანი. ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი  საარჩევნო უბანი. რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი,  ვინაიდან ვერტმფრენს უამინდობის გამო ვერ გადაყავს კომისიის წევრები ადგილზე.

ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 19-ს შეადგენს და ასევე ვერ იხსნება ერთ-Ერთი უბანი სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ბოლო ორი უბანი შესაძლოა მოგვიანებით გაიხსნას.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics