12:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-30 16:40:45, 1875 ნახვა

ეკონომიკა
1-ელი მაისიდან სილქნეტის ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები ძვირდება, რეგიონში ინტერნეტი ორმაგად ძვირია

1-ელი მაისიდან სილქნეტის ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

  • 5-დღიანი ულიმიტო ინტერნეტი 8 ლარი გახდება (ძველი ფასი 7 ლარი)
  • 7-დღიანი ულიმიტო ინტერნეტი 10 ლარი გახდება (ძველი ფასი 9 ლარი)
  • 15-დღიანი ულიმიტო ინტერნეტი 20 ლარი გახდება (ძველი ფასი 18 ლარი)
  • 30-დღიანი ულიმიტო ინტერნეტი 35 ლარი გახდება (ძველი ფასი 32 ლარი)

რაც შეეხება სტანდარტულ პაკეტებს, იქ ინტერნეტის მოცულობა გაიზრდება, ფასები კი უცვლელი დარჩება.

გარდა ამისა, გაძვირდება სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტიც, თუმცა მოიმატებს სიჩქარე - კომპანიის განცხადებით, გამონაკლისი შეეხება სოციალურ დაუცველ პირებს, მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახებსა და 18 წლამდე შშმ პირებს.

საქართველოში ინტერნეტის ფასები მსოფლიო და ევროპულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით არაერთგვაროვანია: მობილური ინტერნეტი შედარებით იაფი და სწრაფია, ხოლო მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული ინტერნეტი — საგრძნობლად ძვირი.

ფიქსირებული ინტერნეტის შედარება

საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი, განსაკუთრებით მაღალ სიჩქარეებზე, ევროპულ საშუალოზე მაღალია:

100 მბ/წმ სიჩქარე: საქართველოში ამ სიჩქარის ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის 24 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი.

  • იურიდიული პირები: ბიზნესისთვის ინტერნეტის ტარიფები ევროპულ საშუალოზე თითქმის 3-ჯერ ძვირია.
  • დაბალი სიჩქარეები: შედარებით დაბალი სიჩქარის პაკეტები (მაგ. 25 მბ/წმ) საქართველოში ევროპულ საშუალოზე 24-43%-ით იაფია.
  • მეზობელი ქვეყნები (60 მბ/წმ):
    • საქართველო: ~48.77 ლარი.
    • აზერბაიჯანი: ~40.88 ლარი.
    • თურქეთი: ~26.03 ლარი.
    • რუსეთი: ~16.67 ლარი. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics