2020-03-27 12:24:30, 800 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოში, კორონავირუსზე ტესტირება 8 პაციენტს ჩაუტარდა, საიდანაც ერთის პასუხი დადებითია
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება 8 პაციენტს ჩაუტარდა, საიდანაც 1 დადებითი აღმოჩნდა.
მისი თქმით, ინფიცირებულ პაციენტს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
„7 უარყოფითი და 1 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სწავლობდა და იმედია კვლავ გააგრძელებს სწავლას საფრანგეთში, ჩამოსულია 17 მარტს. აეროპორტიდან პირდაპირ მოხდა ერთ-ერთ საიზოლაციო სივრცეში, დღევანდელი პროტოკოლისა და გაიდლაინების მიხედვით მკურნალობა დაწყებულია“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,