2020-03-27 10:37:25, 941 ნახვა
ომი უკრაინაში
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით 4 პაციენტი შეიყვანეს, რომლებსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით 4 პაციენტი შეიყვანეს.
როგორც ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა, ოთხივე პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
„ესენი არიან ერთი კლასტერის წარმომადგენლები. ისინი 18-19 მარტს შემოვიდნენ თურქეთიდან. მათ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები და მიმდინარეობს მათზე ნიმუშების აღება, რომელიც გადაიგზავნება ლუგარის ცენტრში“, - განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,