03:37 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 20:47:42, 337 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის მეფის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის მეფის, აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ეს დიდი დანაკარგია არა მხოლოდ საუდის არაბეთის ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი უდიდებულესობის, როგორც გლობალური ლიდერის, როლი. თქვენო უდიდებულესობავ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ რთულ ჟამს საქართველო იზიარებს საუდის არაბეთის ხალხის მწუხარებას. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი  დიდი პატივისცემა“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში, რომელიც მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გაეგზავნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics