2019-03-07 11:10:55, 3989 ნახვა
კულტურა
მაკა ჯაიანის „შაქარყინული“ პოეზიის მოყვარულთათვის
მაკა ჯაიანის ლექსების კრებულის „შაქარყინულის“ პრეზენტაცია პეკინის #31-ში, თბილისის 33-ე ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც წლების მანძილზე ლიტერატურული კაფე „წიგნის სახლიც“ იყო განთავსებული. ავტორმა სტუმრებს კრებულიდან რამდენიმე ლექსიც წაუკითხა.
მაკას ქართველი მკითხველი აქამდე ჟურნალისტის ამპლუაში იცნობდა. ბეჭდურ და ონლაინმედიაში გამოქვეყნებულ მის სტატიებს სოციალურ თემატიკაზე არაერთი ჯილდო აქვს დამსახურებული. ჟურნალისტმა ლექსების წერა დიდი ხნის წინათ დაიწყო და ახლა წლების მანძილზე შეთხზული 50 ლექსით კრებული შეკრა, სახელწოდებით „შაქარყინული“.
(NS)
ავტორი: ,