23:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 11:19:20, 1005 ნახვა

სხვადასხვა
4 წლის ბავშვის ცხედარი დამარხული იპოვეს - ბავშვი პანიკურად ტიროდა და ვესროლეო

მთიულეთში, ხადის ხეობაში 4 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით დამარხული იყო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა. ​

,,ახალგორელი მეცხვარეების მიერ დაქირავებული ასევე ახალგორელი მწყემსია ეჭვმიტანილი. ყველა გაოგნებულია მაგას არ ჩაიდენდაო არ ჯერა ხალხს. არადა აღიარა ყველაფერი”, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„როგორც ვიცით, ჯერ კაცი მოკლა თოფით. შემდეგ ბავშვს ესროლა და ცხედარი დამარხა. ქალი თოფით არ არის მოკლული. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ან გადახტა ან გადააგდო ხევში. სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობის კვალი არ ეტყობათო.

მოტივი ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ხოლო ურთიერთშელაპარაკების მიზეზი ჯერ არაა ცნობილი. უთქვამს, ბავშვი პანიკურად ტიროდა, შემეცოდა და ვესროლეო", - ამბობენ ხადას ხეობის მაცხოვრებლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, ამასთან იკითხება ყველა ის პირი ვისაც ამ ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს.

შსს-ს ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეები დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ასევე მათი 4 წლის ვაჟი. რაიან სმიტის მანქანა გზის პირას ნახეს, მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ქალის ცხედარი კი ჩანჩქერთან. მაშველებმა ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics