13:00 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-29 11:17:02, 616 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში დისლოცირებულმა ქართველმა სამხედროებმა სოფელ ჩეზაიში საინფორმაციო ოპერაცია ჩაატარეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა კონტიგენტმა ოპერაციის რაიონში საინფორმაციო ოპერაცია ჩაატარა. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩეზაიში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. 

ჯარისკაცებთან ერთად ოპერაციაში 51-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია მონაწილეობდა. ქართული ბატალიონის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციურ ჯარებთან და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა პირადად აუხსნა.

საინფორმაციო ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. ღონისძიების მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციურ ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.    

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics