22:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 18:03:19, 829 ნახვა

სხვადასხვა
მეცნიერებმა დახურული წიგნის წამკითხავი კამერა შექმნეს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური აპარატი შექმნეს. საუბარი კამერაზეა, რომელსაც დახურული წიგნის წაკითხვა შეუძლია. ეს აპარატი საიდუმლო აგენტებს, ისტორიულ მკვლევარებს, რომლებიც უძველეს დოკუმენტებსა და წიგნებს იკვლევენ, გამოადგებათ.

კამერა ტერაჰერცულ რადიაციას იყენებს, ეს რადიაცია სხვადასხვა ქიმიკატთან კონტაქტისას სხვადასხვანაირად იქცევა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი გამოყენება MIT-ისა და Georgia Tech-ის მეცნიერებმა.

რადიაციისა და ქიმიური შენაერთების ურთიერთქმედების შედეგად სხვადასხვა სიხშირეები გამოსხივდება. მათი გაზომვით კი ფურცელზე მელნიანი და ცარიელი ნაწილების ერთმანეთისგან გარჩევა ხდება.

ალგორითმებისა და შესაბამისი პროგრამის საშუალებით, კამერისკენ "გამოსროლილი" სიხშირეების ინტერპრეტაცია ხდება, რის შედეგადაც გვერდებზე ასოების გარჩევაა შესაძლებელი. აპარატი ასევე ზომავს დროს, რომელსაც ტერაჰერცული რადიაცია დასხივებისთვის იყენებს, ამ მეთოდით უნაკლო სიზუსტით დგინდება კონკრეტული გვერდი, რომელზეც ტექსტი მდებარეობს.

კამერას ჯერ-ჯერობით მხოლოდ 9 გვერდის სიღრმეზე წაკითხვა შეუძლია, თუმცა ჯგუფი ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობს და დიდი ალბათობით სასურველ შედეგსაც მიაღწევს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics