11:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 19:19:33, 818 ნახვა

სხვადასხვა
დევიდ ბოუის პირადი კოლექციის ტილოები ლონდონში “სოტბის” აუქციონზე გაიყიდება

დევიდ ბოუის პირადი კოლექციის ტილოები ლონდონში “სოტბის” აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის კოლექცია დაახლოებით 300 ნამუშევრისგან შედგება. მათ შორის ისეთი ხელოვანების ტილოებია წარმოდგენილი, როგორებიც არიან ჟან-მიშელ ბასკია, დემიენ ჰერსტი, ჰენრი მური, პატრიკ კოლფილდი, პიტერ ლანიონი და მარსელ დიუშანი. 

როგორც BBC წერს, აუქციონი ნოემბერში გაიმართება. დევიდ ბოუის კოლექცია საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინება. კოლექციის საერთო ღირებულება სავარაუდოდ 13 მილიონ დოლარს აღემატება. ყველაზე ძვირადღირებულ ლოტად ამერიკელი მხატვრის ჟან-მიშენ ბასკიას ტილო “ჰაერის ძალა” ითვლება. ნახატის სავარაუდო ფასი 3,3-4,6 მილიონი დოლარია.

ცნობისთვის, დევიდ ბოუი მრავალი მუსკალური ჯილდოს, მათ შორის “გრემის” მფლობელია. 2004 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ის “როკ-მუსიკის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლების ასეულში” 39-ე ადგილზე, ხოლო “ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტების ასეუში” 23-ე ადგილზე დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის ბოლო ალბომი Blackstar 2015 წლის 8 იანვარს გამოვიდა. დევიდ ბოუი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics