14:39 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 10:12:17, 1486 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო საქართველოში - პატრიარქის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას

"მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას.  - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში თავის ფეისბუქ გვერდზე.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა." -წერია საელჩოს განცხადებაში.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics