09:15 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 11:14:12, 417 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩი - ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი, ეს დეზინფორმაციაა

ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წვლილი იმის უზრუნველყოფაც შეიძლება იყოს, რომ რუსეთმა არ მიიღოს შემოსავალი მისი გაზიდან და ნავთობიდან.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრა ძალიან რელევანტური და მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ასევე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ ვიცით რუსეთის არალეგალური ქმედების შესახებ, მისი ჯარები რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ ის არის, როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს უკრაინას. აქ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ექნება წვდომა საბრძოლო მასალაზე და არ ექნება შემოსავალი მისი ნავთობიდან და გაზიდან. ეს არის საკვანძო გზავნილი, რომელიც მე მაქვს საქართველოსთან მიმართებით."-განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics