14:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 12:11:57, 1664 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 363 დრონით და 8 რაკეტით შეუტია

რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 363 დრონით, Х-47 М2 „კინჟალის“ ტიპის ორი აერობალისტური რაკეტით და „კალიბრის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 365 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა 3 ლოკაციაზე, განეიტრალებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა კი - 8 ლოკაციაზე“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი მიმართულება ხმელნიცკის ოლქის ქალაქი სტაროკონსტანტინოვი იყო.

დრონები რუსებმა ქალაქებიდან: კურსკიდან, შატალოვოდან, ორიოლიდან, ბრიანსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს, „კინჟალები“ რუსეთის ფედერაციის რიაზანის ოლქიდან და „კალიბრის“ რაკეტები - კასპიის ზღვის აკვატორიიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics