2025-02-05 17:32:52, 1223 ნახვა
სხვადასხვა
რომის აეროპორტი ქართველმა მიგრანტმა დაწვა - შეჩერდა ფრენები, არიან დაშავებულები
რომის ჩამპინოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ საკონტროლო კოშკის ბაზაზე ხანძარი გააჩინა.
შემთხვევის შედეგად აეროპორტის 2 თანამშრომელი დაშავდა, დროებით შეჩერდა ფრენებიც.
კაცი დააკავეს, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.
მომხდარს გამოეხმაურა იტალიის ტრანსპორტის მინისტრი, მატეო სალვინი, რომელმაც თქვა, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს ინციდენტის გამოძიება.
მისივე თქმით, კაცი რომში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,