20:02 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-09 17:28:19, 3033 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქარტველოსთავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე მინისტრს ქვედანაყოფის ამოცანების, მიზნებისა და განვითარების გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

“ირაკლი ჩიქოვანი ქვედანაყოფის შესაძლებლობებს, სკოლის ინფრასტრუქტურასა და ბაზაზე გამოფენილ სამთო აღჭურვილობას გაეცნო. სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო საჩვენებელი სწავლებაც გამართა. ირაკლი ჩიქოვანი სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე მოწყობილ „ჯარის ბანაკსაც“ ესტუმრა. მინისტრი ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და გაესაუბრა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ „ჯარის ბანაკში“, მე-8 როტაციაზე, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს უმასპინძლა. საზაფხულო ბანაკმა საჩხერეში, კოჯორსა და ახალქალაქში, საერთო ჯამში 2200-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. “ჯარის ბანაკი” მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics