13:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-08 13:42:26, 468 ნახვა

სპორტი
ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიადას გამოეთიშა

ქართველი მოჭიდავე ლაშა გობაძე (87კგ) რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ტურპალ ბისულტანოვთან დამარცხდა და პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონი და ამავე რანგის ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპის ჩემპიონატების თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ქართველი ფალავანი ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა.

მან პირველ შეხვედრაში ალჟირელ ბაშირ სიდ აზარა 2-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

გობაძე მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქეს, სემენ ნოვიკოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:8 დამარცხდა.

ქართველმა  სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მოიპოვა, თუმცა რეპეშაჟში მან ბრძოლა დათმო და ოლიმპიადას გამოეთიშა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics