03:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 16:21:18, 901 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო ღამე, თუმცა დილა მშვიდობიანია

ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო ღამე, თუმცა დილა მშვიდობიანია,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან 16 საათიანი მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა.
"ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო ღამე, თუმცა დილა, ჩემი აზრით, მშვიდობიანია.იმიტომ, რომ მიუხედავად მოლაპარაკებების პროცესის სირთულისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ შევთანხმებულიყავით მთავარზე.მოლაპარაკება დიდხანს გაგრძელდა იმის გამო, რომ კიევი ამ დრომდე არ თანხმდება, პირდაპირი კონტქატი დაამყაროს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან.მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით.პირველი- ეს არის ცეცხლის შეწყევტა 15 თებერვალს 12 საათიდან, მეორე- ჩემი აზრით მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, მძიმე ტექნიკის გამოყვანა ფრონტის ხაზიდან.შემდეგია საკონსტიტუციო რეფორმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დონბასში მცხოვრები ადამიანების კანონიერი უფლებები.დონეცკისა და ლუგანსკის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მიღებული კანონის ამოქმედება",-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 16 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვალს 12 საათიდან  ცეცხლი შეწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics