14:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-04 13:51:49, 1769 ნახვა

სხვადასხვა
რესტონან ფშავის ჩემპიონში ხინკალი ჭამეს- კადიროვის მხარდამჭერების ვიზიტი საქართველოში

არსებული ინფორმაციით ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერები საქართველოში იმყოფებიან. "ექსპრესნიუსს" მკითხველებმა მიაწოდეს ფოტო, რომელიც გადაღებულია რესტორან "ფშავის ჩემპიონში" წუხელ ღამით. წყაროს ინფორმაციით, კადიროველებმა რესტონარშნი ცხვრის ხორცისგან დამზადებული ხინკალი ჭამეს.

დღეს დილით კორტეჟი ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის გვერდით ნახეს. 

ერთ-ერთი ავტომობილი  გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ასლამბეკ ახმეტხანოვის ინსტაგრამის ძველ პოსტში იგივე ნომრებით ავტომობილი ჩანს.

გამოცემა „კავკასიური კვანძი“ წერდა, რომ ახმეტხანოვი კომპანია Yug-Oil-ის მფლობელია. 2020 წელს მას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა უკანონო საბანკო საქმიანობისთვის. ახმეტხანოვის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი "კავკასიური კვანძის" წყაროებმა დაადასტურა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არის ჩეჩნეთის ავტორიტეტი, მეტსახელად "დაწყევლა".

2020 წლის აპრილში ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რესპუბლიკის მუფთი და მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ ასლამბეკ ახმეტხანოვთან და უსაყვედურეს მას ქალების გარემოცვაში ალკოჰოლის დალევის გამო. ახმეტხანოვმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ბოდიში მოიხადა.

ახმეტხანოვთან საუბრისას კადიროვი ბიზნესმენს იარაღის შეძენის შესახებ ეუბნებოდა. კადიროვმა ასევე გაიხსენა, როგორ მოაწყო ჩხუბი ახმეტხანოვის ვაჟმა თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ჩემპიონატის დროს.

მოგვიანებით, ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახმეტხანოვი კადიროვის მუქარის შემდეგ ახლობლებთან არ დაუკავშირდა, შემდეგ კი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.

ესტუმრა თუ არა საქართველოს თავად ახმეტხანოვი, ჯერჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

კადიროველები საქართველოში რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ და საქართველო-თურქეთის საზღვრის გავლით უკვე დატოვეს ქვეყანა.



 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics