12:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 11:53:56, 410 ნახვა

სამართალი
უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პოლიციელის ბრალეულობას ეროვნულ სირცხვილად აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი სირცხვილად მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პოლიციის თანამშრომელია ეჭვმიტანილი.

როგორც უსუფაშვილმა  „რედისონში“ პროკურატურის და შსს–ს  რეფორმის საკითხზე საზოგადოებრივ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პოლიციელი, რომელიც კრიმინალს ებრძვის განათლებული და თავისუფლების მოყვარული უნდა იყოს.  

 „პოლიციელი, რომელიც კრიმინალს ებრძვის, ჩვენ გვინდა, რომ  განათლებული და თავისუფლების მოყვარული ადამიანი იყოს. მაშინ იქნება ის ისეთი პოლიციელი, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ და აღარ ვნახოთ ის ეროვნული სირცხვილი, რაც გუშინ მოვისმინეთ. ძიება გრძელდება. თუ ეს დადასტურდება, ეს იქნება ეროვნული სირცხვილი და არა ერთი ადამიანის“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციის რიგითი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics